Tuesday, December 24, 2013

ისევ მოვიდა ეს მუზა, შტერი
ისევ ღამეა, მაშინებს ბნელი..
კაზინო, ფული, წაგება , სახლი,
სულ გაერეკა ქართველი ხალხი
ვალები ყველას, ბიჭსა თუ გოგოს,
ქუთაისია ბოლოს და ბოლოს.
ქვრივი ლამზირა, ლოთი ვალერი
ოთახში მიტომ არაქვთ შპალერი
წაბილწეს სახლი და კუხნა ლურჯი
რამ გამახსენა მე არტანუჯი? :დ

Monday, December 9, 2013

ტელეფონის შუქზე დაწერილი ლექსი
მინდა არ მოგწერო გაწელილი ტექსტი
მოკლედ,ლაკონურად, სიტყვებს ერთად ვაბავ
შენთვის,ისევ შენთვის ტკივილებსაც ვყლაპავ
გარეთ თოვლია, სიცივე მაციებს
შენი სხვასთან ყოფნა ჩემს სხეულს ამცირებს
ახლა როგორ მინდა ამ შავ ცაზე ფიფქები გავაქრო
მარტო არა, შენთან ერთად მინდა ,რომ შენი ხელები გავათბო
მეძინება,მაგრად მეძინება, მაგრამ ვერ ვიძინებ
ჩემთან როარახარ გული მტკივა, მაგრამ ვერ ვიტირებ
ახლა ალბათ გძინავს , გაფარია ორი ადიელა ტანზე
მეკი შენზე ვფიქრობ ,ჩამეძინა ლამის აივანზე
თოვს , ისევ თოვს ფიფქები ჩემ პასტის ნაკვალევს შლის
შენი გულის ფეტქვას ჩემ გარდა ვერევინ ვერ დაითვლის
წვიმს, უკვე წვიმს, წვეთები ჩადიან კისრიდან მუცელზე
მე , კი, გაწვიმული, ვაბოდებ ჩემ აზრებს ფურცელზე
აღარ მინდა ლექსი, მეტი აღარ მინდა
უი, უკვე მზე ამოდის, მე კი აქ რამინდა?
რომ წადი და წაიყოლე,
სად წაიღე ჩემი სული,
რად დატოვე ლამპოჩკივით
გადამწვარი ჩემი გული
ახლა სადღაც,კაფეში ვარ,
შევცქერივარ სხვა გოგონებს
დავდივარ და კერვას ვუწყებ
ხან როგორებს, ხან როგორებს
ყველა ქალში შენ როგორხარ?
რატომ დამდევ მუდამ კუდში?
მაგრამ მაინც შენ მომწონხარ
ტვინი უკვე გაიფანტა ქუდში...
რატომ არ ხარ ახლა ჩემთან
რად დამთავრდა ის დღეები
შევეცდები დაგივიწყო
მაგრამ გულში გეფერები